6. როგორ იქნა განსაზღვრული სამშენებლო ფართი და რამდენი კვადრატულია ჯამში?

საპროექტო ტერიტორია, სანაპიროს ქუჩასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ჯამში 69 200 კვ.მ-ს აღწევს. აქედან 34 600 კვადრატული მეტრი იქნება საცხოვრებელი, 16 100 კვ.მ. საოფისე, 8 100 კვ.მ. სასტუმრო და 10 400 კვ.მ. კომერციული ფართები.

თბილისის მერიასთან და ისტორიულ საბჭოსთან მოლაპარაკების გზით განისაზღვრა, რომ პროექტის სამშენებლო ფართი არ უნდა აჭარბებდეს 69 200 კვადრატულ მეტრს (კოეფიციენტი 3.3). განისაზღვრა ფუნქციების პროპორციული განაწილებაც, რომლის მიხედვითაც სამშენებლო მოცულობის ნახევარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ბინები, ხოლო დანარჩენი კი, კომერციული დანიშნულების ფართები: მაღაზიები, რესტორნები, ოფისები და სასტუმრო. ტერიტორიის შეძენისას აქ 4.6 კოეფიციენტი იყო დაშვებული, რაც 100 000 კვადრატის აშენების შესაძლებლობას იძლეოდა. ბოლო ვერსიის თანახმად, საპროექტო ტერიტორია 69 200 კვადრატამდე იქნა შემცირებული.