5. ჩატარდა თუ არა კონკურსი არქიტექტურული კომპანიის შესარჩევად?

2015 წელს „სილქ როუდ ჯგუფმა“ ჩაატარა კონკურსი რამდენიმე არქიტექტორულ ბიუროს შორის. დეტალური მოლაპარაკებების შემდეგ, იმ ეტაპზე არჩევანი გაკეთდა სინგაპურულ კომპანია DPA-ს და გერმანული კომპანია GRAFT-ის პროექტებზე. (https://www.dpa.com.sg/) თუმცა, 2020 წლიდან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, კონკურსი განახლდა და რამდენიმე არქიტექტურულმა სტუდიამ (მათ შორის: მიდამო, NOA Studio, TIMM და სხვ.) წარმოადგინა საქანელას განვითარების კონცეფცია. ქართველ არქიტექტორებთან განხილვის შედეგად, უპირატესობა მიენიჭა კომპანია „გრაფტის“ განახლებულ პროექტს, სადაც გათვალისწინებული იყო მერიის და მასთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ძირითადი რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ კომპანია გრაფტთან „სილქ როუდ ჯგუფს“ ადრეც უმუშავია, კერძოდ, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას ექსტერიერის დიზაინზე და რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციაზე.