3. რას ითვალისწინებს საქანელას პროექტი?

ეს პროექტი ითვალისწინებს საქანელას ქუჩის ყოფილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, სადაც განთავსდება საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები, შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით. ზოგადად, თანამედროვე ურბანული განვითარება თავს არიდებს მონო-ფუნქციურ მშენებლობებს, სადაც, მაგალითისთვის, მხოლოდ საცხოვრებელი სახლები ან მხოლოდ ოფისები განთავსდება, რადგან ასეთი მიდგომის შედეგად ვღებულობთ უბნებს, რომლებიც დღის გარკვეულ მონაკვეთში ცარიელდება.

საქანელას პროექტში ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო კავშირი რუსთაველსა და მარჯანიშვილის მოედანს შორის. სადღეისოდ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი უბნის საფეხმავლო კავშირი ხმაურიან და მტვრიან ჯავახიშვილის ქუჩაზე გადის. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქანელას ქუჩის გავლით ვერის ხიდამდე მისვლა. ასევე, პროექტი ითალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების ლიფტებს,

რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება ვერის ხიდის ტერიტორიიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ მოხვედრა.