11. რა ბედი ეწევა მიხეილ ჯავახიშვილის ისტორიულ სახლ-მუზეუმს?

სილქ როუდ ჯგუფი საქანელას პროექტის განხორციელებასთან ერთად გეგმევს მიხეილ ჯავახიშვილის სახლის რეაბილიტაციას და გამაგრებას. ერთმნიშვნელოვნად ნარჩუნდება ისტორიული ნაგებობა. ცხადია ის უძრავი ძეგლია და მასზე კანონით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. ამასთანავე, განაშენიანებაში მაქსიმალურად არის გამოკვეთილი აღნიშნული შენობა. შენობის ისტორიული მეხსიერებიდან, მისი სტატუსიდან გამომდინარე, შევეცადეთ, რომ ნაგებობას კვლავაც დომინანტის როლი ეთამაშა განაშენიანებაში.