ხშირად დასმული კითხვები

  • 1. როდის დაიწყო ვერეს დაღმართის განაშენიანება?

    ვერეს დაღმართის ტერიტორიის ათვისება დაიწყო რუსეთის იმპერიის მიერ ახლანდელი რუსთაველის გამზირის მშენებლობასთან ერთად. აქ გადმოვიდა ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც საჭიროებდა დაცვას. ელბაქიძის დაღმართზე განთავსდა სააარტილერიო შენაერთი და შესაბამისად, ამ ადგილს „საარტილერიო ხაზი“ ეწოდებოდა. საქანელას ქუჩის ტერიტორია ერთადერთი გაშლილი ადგილი იყო მჭიდროდ განაშენიანებული თბილისის მიმდებარედ და მას მოხეტიალე ცირკები იყენებდნენ წარმოდგენების გასამართად. აქედან წარმოიშვა საქანელას ქუჩის დასახელებაც (Улица Карусельная). ვერეს დაღმართის განაშენიანება მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ იწყება და ძირითადად აგურის 2-3 სართულიანი სახლები შენდება. ჯავახიშივლის სახლ- მუზეუმიც, თავდაპირველად, ორსართულიანი იყო, მესამე სართული მეოცე საუკუნის დასაწყისში დააშენეს. თვითონ საქანელას ქუჩის განაშენიანება კი, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ძირითადად ბარაკები და თვითნებურად დაპროექტებული საცხოვრებელი სახლები აშენდა. ამ ტერიტორიაზე კულტურული ფასეულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ითვლება. ეს შენობა მართლაც უნიკალურია თავისი არქიტექტურით: ჯავახიშვილის ქუჩიდან ის 3-სართულიანია, ხოლო საქანელას მხრიდან მისი სიმაღლე 7 სართულია. ასევე, უნიკალურია საქანელას მხრიდან მისი აივნები და ტერასები.

  • 2. როდის შეიძინა სილქ როუდ ჯგუფმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია?

    “სილქ როუდ ჯგუფმა” ტერიტორია ეტაპობრივად 2007-2008 წლებში შეიძინა. მესაკუთრეებისგან ფართების გამოსყიდვაში კომპანიამ 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა.

  • 3. რას ითვალისწინებს საქანელას პროექტი?

    ეს პროექტი ითვალისწინებს საქანელას ქუჩის ყოფილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, სადაც განთავსდება საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები, შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით. ზოგადად, თანამედროვე ურბანული განვითარება თავს არიდებს მონო-ფუნქციურ მშენებლობებს, სადაც, მაგალითისთვის, მხოლოდ საცხოვრებელი სახლები ან მხოლოდ ოფისები განთავსდება, რადგან ასეთი მიდგომის შედეგად ვღებულობთ უბნებს, რომლებიც დღის გარკვეულ მონაკვეთში ცარიელდება.

    საქანელას პროექტში ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო კავშირი რუსთაველსა და მარჯანიშვილის მოედანს შორის. სადღეისოდ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი უბნის საფეხმავლო კავშირი ხმაურიან და მტვრიან ჯავახიშვილის ქუჩაზე გადის. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქანელას ქუჩის გავლით ვერის ხიდამდე მისვლა. ასევე, პროექტი ითალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების ლიფტებს,

    რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება ვერის ხიდის ტერიტორიიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ მოხვედრა.

  • 4. ვინ ახორციელებს საქანელას პროექტს, ვინ არის ავტორი?

    საქანელას პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ავტორია – არქიტექტურის და ურბანული განვითარების გერმანული კომპანია „გრაფტი“. კომპანიას მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოში და ბევრი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო აქვს მიღებული. 2020 წელს, მსოფლიო უძრავი ქონების გამოფენა მიპიმზე ( www.mipim.com ) გრაფტს ჯილდო ბერლინში განხორციელებული პროექტისთვის გადაეცა. (ნომინაცია საუკეთესო საცხოვრებელი პროექტი)

    https://graftlab.com/portfolio_page/wave/

    https://graftlab.com/projects-all-new/

    https://graftlab.com/wave-wins-mipim-award-2020

  • 5. ჩატარდა თუ არა კონკურსი არქიტექტურული კომპანიის შესარჩევად?

    2015 წელს „სილქ როუდ ჯგუფმა“ ჩაატარა კონკურსი რამდენიმე არქიტექტორულ ბიუროს შორის. დეტალური მოლაპარაკებების შემდეგ, იმ ეტაპზე არჩევანი გაკეთდა სინგაპურულ კომპანია DPA-ს და გერმანული კომპანია GRAFT-ის პროექტებზე. (https://www.dpa.com.sg/) თუმცა, 2020 წლიდან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, კონკურსი განახლდა და რამდენიმე არქიტექტურულმა სტუდიამ (მათ შორის: მიდამო, NOA Studio, TIMM და სხვ.) წარმოადგინა საქანელას განვითარების კონცეფცია. ქართველ არქიტექტორებთან განხილვის შედეგად, უპირატესობა მიენიჭა კომპანია „გრაფტის“ განახლებულ პროექტს, სადაც გათვალისწინებული იყო მერიის და მასთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ძირითადი რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ კომპანია გრაფტთან „სილქ როუდ ჯგუფს“ ადრეც უმუშავია, კერძოდ, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას ექსტერიერის დიზაინზე და რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციაზე.

  • 6. როგორ იქნა განსაზღვრული სამშენებლო ფართი და რამდენი კვადრატულია ჯამში?

    საპროექტო ტერიტორია, სანაპიროს ქუჩასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ჯამში 69 200 კვ.მ-ს აღწევს. აქედან 34 600 კვადრატული მეტრი იქნება საცხოვრებელი, 16 100 კვ.მ. საოფისე, 8 100 კვ.მ. სასტუმრო და 10 400 კვ.მ. კომერციული ფართები.

    თბილისის მერიასთან და ისტორიულ საბჭოსთან მოლაპარაკების გზით განისაზღვრა, რომ პროექტის სამშენებლო ფართი არ უნდა აჭარბებდეს 69 200 კვადრატულ მეტრს (კოეფიციენტი 3.3). განისაზღვრა ფუნქციების პროპორციული განაწილებაც, რომლის მიხედვითაც სამშენებლო მოცულობის ნახევარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ბინები, ხოლო დანარჩენი კი, კომერციული დანიშნულების ფართები: მაღაზიები, რესტორნები, ოფისები და სასტუმრო. ტერიტორიის შეძენისას აქ 4.6 კოეფიციენტი იყო დაშვებული, რაც 100 000 კვადრატის აშენების შესაძლებლობას იძლეოდა. ბოლო ვერსიის თანახმად, საპროექტო ტერიტორია 69 200 კვადრატამდე იქნა შემცირებული.

  • 7. რა არის სილქ როუდ ჯგუფის ხედვა ტერიტორიის განვითარების კუთხით?

    “სილქ როუდ ჯგუფის” ხედვა ითვალისწინებს ყოვლისმომცველ მიდგომას ტერიტორიის განვითარებისთვის, მისი ზოგადი მიმზიდველობის გასაზრდელად და გრძელვადიანი ღირებულების შესაქმნელად, რაც საბოლოო ჯამში დადებითად მოქმედებს ქალაქის და რეგიონის მიმზიდველობის გაუმჯობესებაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლების და სტუმრებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე და კომპანიის აქტივების გრძელვადიანი ღირებულების გაზრდაზე.

  • 8. როგორია სილქ როუდ ჯფუფის უძრავი ქონების პროექტების სტრატეგია?

    „სილქ როუდ ჯგუფის“ მიდგომა უძრავი ქონების პროექტებისადმი გამოირჩევა გრძელვადიანი ხედვით, რაც კონკრეტული ობიექტის კომპლექსურად და თანმიმდევრული განვითარებას გულისხმობს. განხორციელებული პროექტები არ არის ორიენტირებული მოკლევადიანი და ერთჯერადი მოგების მიღებაზე. ამის ნათელი მაგალითებია წინანდლის კომპლექსი, პროექტები ბათუმსა და თბილისში, სადაც ადგილობრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული ტურისტული მიზიდულობის ცენტრებია შექმნილი.

  • 9. რა პროექტები აქვს განხორციელებული სილქ როუდ ჯგუფს აქამდე?

    „სილქ როუდ ჯგუფის“ განხორციელებულ პროექტებს განეკუთვნება:

    • ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაცია
    • რადისონ ქოლექშენ წინანდალის მამული
    • პარკ ჰოტელი წინანდალი
    • სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისში
    • რადისონ ბლუ ბათუმი
    • საღონისძიებო სივრცე „რესპუბლიკა“ თბილისში
    • კაფე “ივერია”
    • პირველი რესპუბლიკის მოედნის და მიწისქვეშა ტერიტორიის კეთილმოწყობის საწყისი ეტაპი

    ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ პროექტებზე:

    • სასტუმრო ტელეგრაფი თბილისში
    • პირველი რესპუბლიკის მოედნის შემდგომი რეაბილიტაციის პროექტი
    • საქანელას პროექტი
    • სილქთაუერსის კომპლექსი ბათუმში
    • წინანდლის მამულის ვილები
    • მწვანე კონცხი ბოტანიკო
  • 10. რა ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული ჯგუფს უძრავი ქონების პროექტებში?

    საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე „სილქ როუდ ჯგუფს“ განხორციელებული აქვს 330 მილიონ ა.შ.შ დოლარზე მეტი ინვესტიცია. თბილისის ცენტრის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში 15-წლიან პერიოდში 200 მილიონზე მეტი ინვესტიცია იქნა განხორციელებული. ამ თანხიდან 100 მილიონი – დაიხარჯა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას მშენებლობაში, ხოლო დანარჩენი თანხები, მომდევნო წლებში სხვადასხვა აქტივების შეძენაში პირველი რესპუბლიკის მოედნის გარშემო თბილისის ახალი ცენტრის შესაქმნელა

  • 11. რა ბედი ეწევა მიხეილ ჯავახიშვილის ისტორიულ სახლ-მუზეუმს?

    სილქ როუდ ჯგუფი საქანელას პროექტის განხორციელებასთან ერთად გეგმევს მიხეილ ჯავახიშვილის სახლის რეაბილიტაციას და გამაგრებას. ერთმნიშვნელოვნად ნარჩუნდება ისტორიული ნაგებობა. ცხადია ის უძრავი ძეგლია და მასზე კანონით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. ამასთანავე, განაშენიანებაში მაქსიმალურად არის გამოკვეთილი აღნიშნული შენობა. შენობის ისტორიული მეხსიერებიდან, მისი სტატუსიდან გამომდინარე, შევეცადეთ, რომ ნაგებობას კვლავაც დომინანტის როლი ეთამაშა განაშენიანებაში.

  • 12. რა სიმაღლის არის საქანელას პროექტის ყველაზე მაღალი ნაგებობა?

    პროექტი ითვალისწინებს ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მასშტაბს და უშუალოდ მის გვერდით მდგომი შენობები არ გადააჭარბებენ მის სიმაღლეს. პროექტის ერთადერთი, მაღლივი შენობა 25 სართულიანია (85 მ)და განთავსებულია ჯავახიშვილის ქუჩიდან მოშორებით, სანაპიროზე.

  • 13. პროექტის დასრულების შემდეგ შენარჩუნდება თუ არა ადგილის ისტორიული გარემო, ქუჩათა ქსელი და გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები?

    პროექტის მიზანია, ძველი ურბანული ქსოვილის აღდგენა. ქაოტური განაშენიანების ნაცვლად, სასარგებლო და პრაქტიკული ფუნქციით

    დატვირტული უბნის მიღება. შესაბამისად, პროექტი ისეა შედგენილი, რომ ძველი თბილისის სხვადასხვა სანაპიროზე განლაგებულ უმნიშვნელოვანეს უბანს შორის ჰარმონიული კავშირი შეიქმნას. პროექტში ჩანს, რომ ეს ქსოვილი ცოცხალი და აქტიური უნდა იყოს. პრეოქტის ავტორებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.